ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად როგორიცაა ფიზიკური, სოციალური, სიტყვიერი, სექსუალური და ა।შ. ცემა, წამება, მუქარა, დაშინება, დაცინვა, სხეულით ვაჭრობის იძულება, ინცესტი, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა მშობელთა მხრიდან - ეს ყველაფერი ძალადობის სახეებია, რომლებიც ბავშვებზე ხშირად ხორციელდება და რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, საკუთარ ოჯახებშიც კი.ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.
საქართველოს და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ერთობლივად ჩაატარეს კვლევა ”საქართველოში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახურ ძალადობის აცილებასა და ქალების დახმარებისათვის”, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობასა და ძალადობას ბავშვებზე. გამოკითხულ პედეატრთა 47%-ის შეფასებით საქართველოში, ოჯახში, მიღებულია ბავშვის მსუბუქად ფიზიკური დასჯა, ცემა, როზგი,
თმით თრევა და ა।შ. 15%-ს შეხება ჰქონია ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, იგივე რაოდენობის პედიატრებს კი ბავშვების მშობლების მხრიდან უცხოეთში გაშვილების ფაქტებთან. გინეკოლოგთა 9%-ს პრაქტიკაში შეხვედრია ბავშვები, რომლებიც ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან. გოგონები, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლნი არიან, ყოველ მეათე გინეკოლოგს ჰქონია შემთხვევა.
No comments:
Post a Comment