Thursday, June 3, 2010

როგორ ვებრძოლოთ ძალადობას

საქართველოს პედეატრთა 44%-ის აზრით, მოსალოდნელი ძალადობისაგან ბავშვთა დაცვისათვის, აუცილებელია რეგულარული სამედიცინო კონტროლი, 62%-ის შეფასებით, კი სახელმწიფომ გაცილებით მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბრძოლას, ბავშვებზე სხვადასხვა სახის ძალის გამოყენების წინააღმდე. ქვეყანაში კი ჯერჯერობით არ არსებობს რეალური საშუალებები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.




რას გულისხმობს ფიზიკური დზალადობა

ფიზიკური ძალადობა გულისხმობს მშობლებისა და სხვა მზრუნველი პირების მიერ ბავშვისადმი ფიზიკური ტრავმის – სხეულის რაიმე დაზიანების მიყენებას, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის შესუსტებას და მისი განვითარების შეფერხებას. ფიზიკური ძალადობა ასევე გულისხმობს ბავშვისთვის ნარკოტიკების, ალკოჰოლის და სხვადასხვა პრეპარატების მიცემას. ზოგიერთ ოჯახში, ბავშვის აღზრდის ყველაზე მიუღებელ მეთოდს მიმართავენ – ეს არის ფიზიკური დასჯის სხვადასხვა ფორმა. უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკურ ტრავმას ყოველთვის თან ახლავს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქიკური ტრავმაც.
ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ნებისმიერ ტიპს მივყავართ სრულიად განსხვავებულ შედეგებამდე, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი – ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება და მისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არასწორი დამოკიდებულების უარყოფით შედეგებს ეკუთვნის: რომელიმე ორგანოს ფუნქციის დაკარგვა ან გაუარესება, რაიმე დაავადების განვითარება, ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის 100 შემთხვევიდან დაახლოებით, 1-2 სრულდება ძალადობის მსხვერპლის სიკვდილით. ფიზიკური ძალადობის ვიზუალურ შედეგებს მიეკუთვნება სხეულის ჩალურჯებული მონაკვეთები, ტრავმები, მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების – ღვიძლის, ელენთის, თირკმელების და სხვათა დაზიანება. ამ დაზიანებების სამკურნალოდ დროა საჭირო, მაგრამ უფრო ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება დაზარალებული ბავშვების ფსიქიკის მკურნალობას. განასხვავებენ ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის ადრეულ და შორეულ შედეგებს. ადრეულ შედეგებს მიეკუთვნება ფიზიკური ტრავმები, დაზიანებები, ღებინება, თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, სისხლდენა თვალებიდან, რაც დამახასიათებელია ტვინის შერყევისთვის პატარა ბავშვებში, რომელთაც მხრებით იჭერენ და ძლიერად ანჯღრევენ. ადრეულ გამოვლინებებს აგრეთვე მიეკუთვნება მწვავე ფსიქიკური დარღვევები ნებისმიერი აგრესიის საპასუხოდ. ასეთი რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს აგზნებით, სადმე გაქცევის სურვილით, დამალვით ან სრული გულგრილობით მის გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ. თუმცა ყველა შემთხვევაში ბავშვი შეპყრობილია შიშით, განგაშით და მძვინვარებით. უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება, განუვითარდეთ მძიმე დეპრესია საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნებით. ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის შორეულ გამოვლინებებს მიეკუთვნება ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფერხება, სხვადასხვა სომატური დაავადების განვითარება, პიროვნული და ემოციური დარღვევები და სოციალური შედეგები.



ძალადობის ფორმები


ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგალითად როგორიცაა ფიზიკური, სოციალური, სიტყვიერი, სექსუალური და ა।შ. ცემა, წამება, მუქარა, დაშინება, დაცინვა, სხეულით ვაჭრობის იძულება, ინცესტი, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა მშობელთა მხრიდან - ეს ყველაფერი ძალადობის სახეებია, რომლებიც ბავშვებზე ხშირად ხორციელდება და რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, საკუთარ ოჯახებშიც კი.ბავშვები ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკი, ნარკომანი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მშობლების ძალადობის მსხვერპლნი. სპეციალისტთა მტკიცებით, ბავშვთა მიმართ ოჯახის მხრიდან ამგვარი ძალადობები უკვალოდ არ ქრება და ხშირად შედეგად ვიღებთ მათ სკოლანდელ ასაკში სიკვდილს, აგრესიულობას, კომფლიქტებს, მომავლის შიშს, იზიანებენ თავს, უქვეითდებათ მეხსიერება, ადაპტაცია, ყურადღება. ხშირია ფსიქიკური და ფიზიკური ჯამრთელობის პრობლემები, სახლიდან გაქცევის ფაქტები, ხდებიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებლები, ეხვევიან კრიმინალურ გარემოცვაში და თავადაც ხდებიან მოძალადენი.
საქართველოს და ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ერთობლივად ჩაატარეს კვლევა ”საქართველოში ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახურ ძალადობის აცილებასა და ქალების დახმარებისათვის”, რომელიც ეხებოდა ოჯახურ ძალადობასა და ძალადობას ბავშვებზე. გამოკითხულ პედეატრთა 47%-ის შეფასებით საქართველოში, ოჯახში, მიღებულია ბავშვის მსუბუქად ფიზიკური დასჯა, ცემა, როზგი, თმით თრევა და ა।შ. 15%-ს შეხება ჰქონია ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან, იგივე რაოდენობის პედიატრებს კი ბავშვების მშობლების მხრიდან უცხოეთში გაშვილების ფაქტებთან. გინეკოლოგთა 9%-ს პრაქტიკაში შეხვედრია ბავშვები, რომლებიც ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან. გოგონები, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლნი არიან, ყოველ მეათე გინეკოლოგს ჰქონია შემთხვევა.

ძალადობა


ძალადობა, ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც ემოციურ, ფიზიურ, სექსუალურ, სოციალურ ზიანს მოიცავს. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, ილახება მისი ღირსება და თავისუფლება.ძალადობაა ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შელახოს კანონით მინიჭებული უფლებები. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება.